ჟოზეს "რომამ" გაიმარჯვა და ექვსეულს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის ბოლო შეხვედრაში "რომამ" "სპეციას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-6 წუთზე კრის სმოლინგის თავური დარტყმით გახსნეს, საბოლოო ანგარიში კი 56-ე წუთზე დააფიქსირეს - თავი როჯერ იბანეზმა გამოიჩინა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს შეგირდები 28 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსსაც" 28 ქულა აქვს, უპირატესობას კი გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის უკეთესი ბალანსით ინარჩუნებს.

"სპეცია" 12 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს 19 დეკემბერს, "ემპოლის" პირისპირ
ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული