ფინალი და რა ფინალი! სანჩესმა "ინტერს" კომპენსირებულ დროში მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 12 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში "ინტერი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

25-ე წუთზე "ბებერი ქალბატონი" ვესტონ მაკკენიმ დააწინაურა. 35-ე წუთზე წონასწორობა ლაუტარო მარტინესმა აღადგინა, არგენტინელმა შემტევმა თავი პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. გრანდებმა ვერც დამატებულ 30 წუთში ვერ შეძლეს გოლის გატანა. თითქოსდა საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე უნდა მისულიყო, თუმცა ჩილელმა ალექსის სანჩესმა 120+1 წუთზე გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა და  "ნერაძურის" ისტორიაში იტალიის სუპერთასი მეექვსედ მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ მილანელების მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ისტორიაში უნიკალური შედეგით შევი
და. ექსფეხბურთელმა და ნიჭიერმა მწვრთნელმა 1929/30 წლების შემდეგ პირველად მოახერხა და "ბიანკონერის" ზედიზედ მესამედ სძლია სუპერთასის ფინალში (ორჯერ "ლაციოს" შემადგენლობაში, კონკრეტულად 2017 და 2019 წლებში).

ამრიგად, "ინტერმა" ამ სეზონში პირველი ტიტული უკვე მოიპოვა. ამასთან ერთად, "ნერაძური" 49 ქულით სერია A-შიც 1-ელ ადგილზე იმყოფება. თანაქალაქელ "როსონერის" 48 ქულა აქვს, თუმცა მოქმედ ჩემპიონებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. სიმონე ინძაგის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ტურინის "იუვენტუსი" 38 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. "ბებერი ქალბატონი" შემდეგ ტურში (15 იანვარს) "უდინეზეს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წინ ინტერ!
ვახო...
17:54 13-01-2022
1

სიახლეები პოპულარული