"იუვენტუსში" ყველა გაპარსული იყო. თავიდან ცისფერების გუნდი მეგონა" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა უკრაინელმა თავდამსხმელმა სერგეი კოვლენკომ pressing-ის "იუთუბის" არხთან ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ზრუნავენ გარეგნობაზე იტალიელი ფეხბურთელები:

"ძალიან მომწონდა, როგორ ემზადებოდნენ "იუვენტუსის" ფეხბურთელები მატჩებისთვის. ჩანთაში ყველას Nike-ის ფირმის რამდენიმე ბუცი ჰქონდა, ჩვენ კი აქ Lotto-ს ბუცებს გვაძლევენ - "კირზაკი" (სქელი ჩექმა). ერთხელ თანაგუნდელის ბუცს დავაკვირდი, მან კი მითხრა, რომ შემეძლო მისი ორი ბუცი ამეღო. ჩემი ფეხის ზომა 43-ია, მისი კი 41-ი. არ მინდოდა, ფეხის თითები გარეთ გამომეყო.
სარკის წინ კი რიგი დგას. ისინი ხომ იტალიელები არიან. თუ ვინმეს შუბლზე
მუწუკი გამოუვიდოდა, მორჩა, ეს კატასტროფა იყო. ყველაფერი გაპარსული ჰქონდათ. უფრო დუბლებში. როდესაც იტალიაში ჩავედი, ვიფიქრე: "ეს რა ცისფერების გუნდია?" თამაშის წინ ყველანი ერთჯერადი საპარსით ფეხებსა და მკერდს იპარსავენ.

დედა მირეკავს, მე კი ვეუბნები: "აქ გიჟების გუნდია. ყველანი გაპარსულები არიან". ნახევარი წლის შემდეგ სახლში სრულად გაპარსული დავბრუნდი. დედამ მითხრა: "შვილო, შენ ხომ ამბობდი, რომ იქ რაღაცნაირები არიან". ვუპასუხე: "სადაც ცხოვრობ, იქ მათებურად უნდა გადაეწყო".

სერგეი კოვალენკო "იუვენტუსში" 2001-04 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო. შემდეგ ორ ქვედალიგურ იტალიურ გუნდში თამაშობდა, საიდანაც ბელგიის "სტანდარდში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული