იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "მილანის" ექს-პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინაში შეჭრის გამო თავისი ძველი მეგობარი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. მან ამის შესახებ თავისი პარტიის - "ფორცა, იტალიას" მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, - იტყობინება Ansa.
"მე არ შემიძლია და არ მინდა დავმალო, რომ ღრმად იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ ვლადიმერ პუტინის საქციელით, რომელმაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო მთელი მსოფლიოს წინაშე. სახეზეა ბუჩაში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი, სასტიკი მკვლელობა, ნამდვილი სამხედრო დანაშაული, რისი პასუხისმგებლობის უარყოფა რუსეთს არ შეუძლია".
ბერლუსკონი დარწმუნებულია,
რომ რუსეთის ინტერესებშია დაადგინოს და დამნაშავეები სასამართლოს გადასცეს. მან უპრეცედენტო უწოდა აგრესიას ისეთი ნეიტრალური სახელმწიფოს მიმართ, როგორიც უკრაინაა, რომელიც ღირსეულად იბრძვის თავისუფლებისათვის.