"მონცას" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი საშობაო საღამოზე თავისი გუნდის ფეხბურთელებს "მილანის" ან "იუვენტუსის" დამარცხების შემთხვევაში მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა. მათ "იუვეს" მართლაც სძლიეს (2:0) და ახლა მოთამაშეები დანაპირების შესრულებას მოითხოვენ.
"ისინი ჩემგან დანაპირების შესრულებას მოითხოვენ, უკვე 100-მა კაცმა დამირეკა", - ციტირებს ბერლუსკონის calciomercato.