"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება

AutoSharing Option
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილვიო საფეხბურთო კლუბ "მილანის" პრეზიდენტი მაშინ იყო, როცა ამ კლუბს ძალიან წარმატებული წლები ჰქონდა. ბოლოს მან "მონცა" შეიძინა, რომელიც ახლახან დასრულებულ სეზონში სერია "ა"-ში ააღზევა.

ბერლუსკონის პნევმონიისა და ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო პერიოდი საავადმყოფოში გაატარა. მან 2020 წელს კორონავირუსიც გადაიტანა.

Sportall.Ge

ამ ამბავს სოციალურ ქსელში "მილანის" ექსფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა:

"ძვირფასო სილვიო, დღეს იტალიური ფეხბურთის ისტორია თავის გმირს კარგავს. ადამიანი, რომელმაც "მილანს" ყველაფერი დააპყრობინა. ის მზად იყო
ყველაფრისთვის და ისტორია დაწერა.

მადლობა, პრეზიდენტო! გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბერლუსკონების ოჯახს."

alt"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს

alt"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს

მკითხველის კომენტარები / 12 /
რამდენი მზღლე ხართ თქვე საცოდავებო - ადამიანს არ იცნობდიტ , აზრზე არ ხართ რას აკეთებდა სინამდვილეში ( რას ტლიკინებდნენ , მაგას არ ვგულისხმობ ) , ერთი თმის ღერი არ ჩამოუგდია თავიდან თქვენტვის და მისი სიკვდილი გახარებთ ?! სად დაიბადეთ , ვინ გაგზარდათ , ვინ ხართ და რა ჯიშის ხართ ... ვინ გკითხავთ თქვენ სამოთხისა და ჯოჯოხეთის საგზურების გამოწერას თქვე უსაქმურებო ?!
24
ამ კაცმა იტალიას ბევრი კარგი გაუკეთა,ხოლო რაც შეეხება ფეხბურთს,მილანისათვის ის ნამდვილი მეფეა
sake
22:45 12-06-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული