წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელებმა სამხრეთამერიკელის შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელიას სახით უკვე იპოვეს და კლუბის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სწორედ ქართველის უფრო ეიმედება.
იწერება იმის შესახებაც, რომ მექსიკელი კარიერას "მილანში" განაგრძობს. მოგეხსენებათ, "როსონერის" უახლოეს მომავალში ახალი მფლობელი ეყოლება, რომელსაც გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება და ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობა აქვს დაგეგმილი.
ლოსანო "ნაპოლის" მაისურს 2019 წლიდან ირგებს, კვარაცხელია კი იტალიურ კლუბში, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს გადაბარგდება.