გუშინ, 20 აპრილს, იტალიის თასის მე-2 ფინალისტის ვინაობა გაირკვა.
სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ "იუვენტუსმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში ფედერიკო ბერნარდესკიმ 32-ე წუთზე გახსნა, საბოლოო შედეგი კი დანიკომ შეხვედრის მთავარი არბიტრის მიერ კომპენსირებულ, 90+4 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "ბიანკონერი" კოპა იტალიის ფინალში გავიდა, სადაც "ინტერს" დაუპირისპირდება. მატჩი 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.