"მილანი" ნანატრ სკუდეტოს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში "მილანმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მე-2 ნახევარში, "როსონერი" გააქტიურდა, ერთადერთი გოლი კი რაფაელ ლეაომ 82-ე წუთზე გაიტანა.

მოპოვებული 3 ქულის შემდეგ "მილანი" 77 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, 8 მაისს კი ვერონის "ჰელას" ესტუმრება.

თავის მხრივ, "ფიორენტინას" 56 ქულა აქვს და ევროტურნირებისთვის იბრძვის. "იების" წინ "59 ქულით "ლაციოა", ვინჩენცო იტალიანოს გუნდი 9 მაისს "რომას" უმასპინძლებს.


"ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.

სტუმრებმა პირველი ტაიმი ივან პერიშიჩისა (12) და
ლაუტარო მარტინესის (39) გოლებით მოიგეს. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გაიტანეს, თავი იგნასიო პუსეტომ გამოიჩინა.

"ნერაძურიმ" 35 ტურის შემდეგ 75 ქულა დააგროვა, თანაქალაქელებს 2 ქულით ჩამორჩება, სერია A-ს დასრულებამდე კი 3 ტურია დარჩენილი. მოქმედი ჩემპიონებისთვის ვითარება რთული და დაძაბულია.

"ინტერი" მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, "ემპოლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია მილანი ჩემპიონობის, მერე ვინმე სუპერფორვარდს მოიყვანს, ჟირუს და იბრას მიმართ უდიდესი პატივისცემისა, მათი დრო წასული მგონია.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული