კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი შეიძლება იტალიაში გადაბარგდეს

AutoSharing Option
"რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, 23 წლის სეად ჰაკშაბანოვიჩმაც შეიძლება კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.

calciomercatoday-ს ცნობით, ჩერნოგორიელ ნახევარმცველს "ლაციო" იმ შემთხვევაში გაუფორმებს კონტრაქტს, თუ გუნდს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დატოვებს.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ რომაული კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს.

ჰაკშაბანოვიჩმა "რუბინთან" ხელშეკრულების შეჩერების უფლებით ისარგებლა და შვედეთის "იურგორდენში" გადავიდა, რომლის რიგებში 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ყაზანურმა კლუბმა ჰაკშაბანოვიჩი გასული წლის ზაფხულში 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 5.5 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მახსოვს რუსების ცინიკური განცხადებები, ხვიჩაზე დამოკიდებული არ ვართო რომ იძახდნენ, რუბინის ფეხბურთელებსაც ვგულისხმობ. რაც ხვიჩა წავიდა ერთი თამაშიც ვერ მოიგეს, აგერ დღესაც აგებენ და გავარდებიან ალბათ მეორე ლიგაში.
გამოჩნდა რეალურად რასაც წარმოადგენდა ეგ გუნდი. და მადლობლები უნდა იყვნენ ხვიჩასი რომ იმ ორი წლის განმავლობაში სანახაოვრივი გახადა მათი თამაში.
სამწუხაროდ პირიქით არის და ცუდ კომენტარებს უწერენ ინსტარგამზე ხვიჩას:(
ძალიან გაბრაზებული არიან
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული