"რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, 23 წლის სეად ჰაკშაბანოვიჩმაც შეიძლება კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.
calciomercatoday-ს ცნობით, ჩერნოგორიელ ნახევარმცველს "ლაციო" იმ შემთხვევაში გაუფორმებს კონტრაქტს, თუ გუნდს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დატოვებს.
"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ რომაული კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს.
ჰაკშაბანოვიჩმა "რუბინთან" ხელშეკრულების შეჩერების უფლებით ისარგებლა და შვედეთის "იურგორდენში" გადავიდა, რომლის რიგებში 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ყაზანურმა კლუბმა ჰაკშაბანოვიჩი გასული წლის ზაფხულში 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 5.5 მილიონია.
გამოჩნდა რეალურად რასაც წარმოადგენდა ეგ გუნდი. და მადლობლები უნდა იყვნენ ხვიჩასი რომ იმ ორი წლის განმავლობაში სანახაოვრივი გახადა მათი თამაში.
სამწუხაროდ პირიქით არის და ცუდ კომენტარებს უწერენ ინსტარგამზე ხვიჩას:(
ძალიან გაბრაზებული არიან