"პარიზიენის" ცნობით, პსჟ-მა პირობა არ შეასრულა, 34 წლის ნახევარმცველ ანხელ დი მარიას ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაუგრძელა და არგენტინელი იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა პარიზული კლუბი ირწმუნება, რომ დი მარიას არაფერს დაჰპირებიან.
Goal-ის მტკიცებით, დი მარია "იუვენტუსთან" ერთსეზონიან კონტრაქტს გააფორმებს, შემდეგ კი კარიერის დასასრულებლად სამშობლოში დაბრუნდება.
ის პსჟ-ში 2015 წელს გადავიდა და მის შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.