"შეიტენეთ თასი უკანალში" - "მილანმა" "ინტერი" შეურაცხყო

AutoSharing Option
"მილანის" ფეხბურთელებმა ქალაქში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყვეს და "ინტერს" შეურაცხყოფა მიაყენეს.

"როსონერის" ფეხბურთელებმა ავტობუსით გადაადგილებისას ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა: "შეიტენეთ იტალიის თასი უკანალში".

ANSA-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპორტული ეთიკის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიება დაიწყო.

ანალოგიური ბანერი "მილანმა" 2007 წელსაც გამოფინა, როდესაც ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, "ნერაძურიმ" კი - სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეთი ბანერია,თითქოს ყოველ წელს იუვენტუსი არ ხდებოდა ჩემპიონი.მიუხედავად ნებისმიერი კლუბის პატივისცემისა,ამიტომაც არის იტალიური საკლუბო ფეხბურთი ცუდ დღეში,რომ მილანისნაირი სუსტი გუნდი ხდება ჩემპიონი,სუსტს ვგულისხმობ ესპანურ,გერმანულ და ინგლისურ ჩემპიონებთან შედარებით,თან როგორ აუვარდათ თავში უკვე ბიჭებს,თითქოს ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილზე მე გავსულიყავი
საქართველო
06:56 24-05-2022
14
მისმინე შენ მეგობარო ექსპერტივით რო ჩამოარაკრაკე და ადარებ სიტის რეალს და ბაიერნს,მაგათი ტრანსფერები და ხარჯები ნახე და მერე მილანის,ის უნდა დააფასო გაკოტრებული დაძირული გუნდი რო 2 წელში ჩემპიონი გახდა,მშენებელი მესიასით.ჯობია რეალურად იმსჯელო
დათო
11:05 24-05-2022
3

სიახლეები პოპულარული