"მონცამ" ორი მატჩის ჯამში "პიზას" სძლია და ისტორიაში პირველად ითამაშებს სერია A-ში.
გასულ სეზონში ორივე გუნდმა სერია B-ში 67-67 ქულა დააგროვა, მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს და ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდნენ. "მონცამ" სახლში 2:1 მოიგო, სტუმრად ძირითადი დრო 2:3 წააგო, დამატებით დროში კი 2 უპასუხო გოლი გაიტანა, 4:3 გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია.
"მონცას" მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, ხოლო გენერალური დირექტორი - ადრიანო გალიანი.