"ბარსელონას" მცველი კლემან ლანგლე შეიძლება იტალიაში გადაბარგდეს.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, 26 წლის ფრანგით "იუვენტუსი" დაინტერესდა და უნდათ მან ჯორჯო კიელინი შეცვალოს.
"ბარსელონა" ლანგლეზე იმედებს არ ამყარებს და გასხვისებას უპირებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი იჯარით აყვანა "ტოტენჰემს" სურს და ამ პერიოდში ხელფასის სრულად გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

ლანგლემ გასულ სეზონში ლა ლიგის 21 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.