
აღნიშნულის შესახებ კომენტარი "მონცას" სპორტულმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმაც გააკეთა, რომელმაც შემდეგი თქვა:
"ახლა ზლატანს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელება სჭირდება. ის "მილანის" ფეხბურთელია, მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა იცის, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...", - ამბობს გალიანი.
ზლატანი ოქტომბერში 41 წლის გახდება. გასულ სეზონში მან 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.