ლუკაკუ "ჩელსიდან" წასვლას ყველანაირად ცდილობს - მან ყოფილ გუნდ "ინტერს" შეთავაზებაც გაუკეთა

AutoSharing Option
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს "ინტერში" დაბრუნება ძალიან სურს. ბელგიელი ბოლო 6 თვის განმავლობაში მილანური კლუბი მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს ურეკავს, რათა ისინი დაარწმუნოს, რომ "ნერაძურიმ" მის დაბრუნებაზე იმუშაოს.

იწერება იმის შესახებაც, რომ "ინტერი" რამდენიმე დღეში "არისტოკრატებს" 29 წლის თავდამსხმელის 2-წლიანი იჯარის შესახებ მიმართავს და მოლაპარაკებებსაც წამოიწყებს.

ლუკაკუ თანახმაა, "სან სიროზე" დაბრუნების შემთხვევაში, ხელფასი მესამედით შეიმციროს.

გასულ სეზონში რომელუმ ყველა ტურნირზე ერთად 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

2021
წლის აგვისტოში ის "ჩელსიმ" "ინტერიდან" 113 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული