"ნაპოლი" გუნდს აძლიერებს, ბერნარდესკი ნეაპოლელებს უახლოვდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი, დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

იტალიის ნაკრების მოთამაშე "ნაპოლიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც იტალიური მედიასაშუალებები იტყობინებიან, 28 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, წლიური ანაზღაურება კი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ბერნარდესკი "იუვენტუსის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. დიდი ავანსების მიუხედავად, შემტევმა მოლოდინები ვერ გაამართლა. მას თანაბრად შეუძლია თამაში როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე.

საინტერესოა, თუ რა პოზიციაზე გამოიყენებს მას ნეაპოლელთა დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი. შეგახსენებთ, "სკუადრა აძურას" ფეხბურთელმა სერია A-ს 2021/22 წლების სეზონში მონაწილეობა 28
მატჩში მიიღო და თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოო კვარას სერიოზული კონკურენტები უჩნდება , მაგრამ დამიჯერეთ ხვიჩასთის უკეთესია , რაც უფრო მაგარ კონკურენციაში იქნება მით უფრო მაგარი იქნება ხვიჩა , ბენას კი არა თუ საჭირო იქნება ინსინიესაც დაიხევდა რო დარჩენილიყო
ლშა_იუვენტინო
14:28 08-06-2022
0
ვერ აჯობებს მეგრელს იტალიერლი
emigrant
15:16 08-06-2022
0

სიახლეები პოპულარული