23 წლის ფეხბურთელმა ტურინულ გრანდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. გავრცელებული ცნობით, "ვეკია სინიორა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.
ძანიოლომ გასულ სეზონში სერია A-ში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.