"რომამ" 7 მილიონ ევროდ თურქი მცველი შეიძინა

AutoSharing Option
"რომამ" გვაუწყა, რომ 7 მილიონ ევროდ "ლილიდან" 25 წლის მცველი ზეკი ჩელიქი შეიძინა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

ჩელიქი "ჯალოროსიში" მე-19 ნომრით იასპარეზებს. ის "ლილის" შემადგენლობაში 2018 წლიდან ასპარეზობდა, იქამდე კი სამშობლოში რამდენიმე გუნდის ღირსებას იცავდა.

ჯამში თურქმა მცველმა ფრანგულ გუნდში 4 წელში 143 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული