ეს რეალურია - დიბალა და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლიმ" ფეხბურთელები წარადგინა და გულშემატკივრებმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის გამო უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე წავიდა და ფაქტიურად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და მატიას ოლივეირა დაიმატეს. თუმცა, არაა გამორიცხული ნეაპოლურ გუნდში "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი პაულო დიბალა გადავიდეს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ 28 წლის დიბალას მხოლოდ ორი კლუბი იწვევს, "რომა" და "ნაპოლი" და მალე გადაწყვეტილებას მიიღებს.

არგენტინელი წლიურ გასამრჯელოდ 6-7 მილიონ ევროს ითხოვს, "რომამ" 4.5 მილიონი პლუს ბონუსები შესთავაზა, ხოლო "ნაპოლის" შეთავაზება მის მოთხოვნას აკმაყოფილებს. მოკლედ, დიბალას ამ ორ
კლუბს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და "ნაპოლის" ვარიანტი უფრო რეალურად მოჩანს.

გასულ სეზონში სერია A-ში მან 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იქნება თუ მარჯვნივაც ტოპი ეყოლება ნაპოლის რადგან მეტოქეები მარტო მარცხნივ ვეღარ მოახდენენ დაცვის კონცენტრაციას და ხვიჩას მეტი სივრცეები დარჩება.
რრრ
22:21 17-07-2022
1
რომაში მიდის დიბალა. ეს კარგი ამბავია. ნაპოლიში ხვიჩას ხელს შეუშლიდა. ზედმეტად/გადაჭარბებულად შეფასებული მოთამაშეა დიბალა. ერთ მეტოქეს მოათყუებს ეფექტურად და მერე დაკარგავს ბურთს ან ცუდ გადაცემას გააკეთებს. ძალიან ცუდ პასებს აძლევს თანაგუნდელებს რის შემდეგ ბურთი იკარგება. ვისაც ფეხბურთი არ ესმის, შეიძლება იფიქროს, რომ დიბალა კარგად თამაშობს და მისი თანაგუნდელები არ არიან სათანადო დონეზე.
ქ. გ.
05:18 18-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული