იტალიაში ბაკაიოკო დააკავეს, შემდეგ კი ბოდიში მოუხადეს და გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ტიმუე ბაკაიოკო იტალიაში უსიამოვნო ინციდენტში გაეხვია.

ის ქალაქ მილანში ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა გააჩერეს, მისი ჩხრეკვა დაიწყეს და დაკავებას აპირებდნენ.

ფეხბურთელი მარტო არ იმყოფებოდა და მის გვერდზე მჯდომ მგზავრსაც ერთ-ერთი პოლიციელი იარაღს უმიზნებდა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს, რომ ბაკაიოკო ერთ-ერთ კრიმინალში შეეშალათ, ბოდიში მოუხადეს და გაათავისუფლეს.

როგორც იცით, ფრანგმა ბოლო სეზონი "მილანში" გაატარა და ახლა თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული