ის ქალაქ მილანში ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა გააჩერეს, მისი ჩხრეკვა დაიწყეს და დაკავებას აპირებდნენ.
ფეხბურთელი მარტო არ იმყოფებოდა და მის გვერდზე მჯდომ მგზავრსაც ერთ-ერთი პოლიციელი იარაღს უმიზნებდა.
საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს, რომ ბაკაიოკო ერთ-ერთ კრიმინალში შეეშალათ, ბოდიში მოუხადეს და გაათავისუფლეს.
როგორც იცით, ფრანგმა ბოლო სეზონი "მილანში" გაატარა და ახლა თავისუფალი აგენტია.