"იუვენტუსს" მორატას დაბრუნება უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ფორვარდის, ალვარო მორატას დაბრუნება სურს.

29 წლის თავდამსხმელი "როხიბლანკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედის, თუმცა ის მასიმილიანო ალეგრის ძალიან ესიმპათიურება.

პრობლემა მხოლოდ ერთია, მადრიდელებს ფეხბურთელის 35 მილიონ ევროდ გასხვისება სურთ, "ვეკია სენიორას" კი მხოლოდ იჯარა უნდა...

მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ და თუ "იუვენტუსი" "ატლეტიკოს" იჯარაზე დაითანხმებს, მაშინ მორატაც ტურინში დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული