"ნაპოლიმ" ნორვეგიელი ცენტრალური მცველი შეიძინა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "ბრაიტონისგან" 22 წლის ნორვეგიელი ცენტრალური მცველი ლეო ესტიგორი 5 მილიონ ევროდ შეიძინა (აგრეთვე გათვალისწინებულია ბონუსები) და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ესტიგორი "ბრაიტონში" 2018 წელს გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი იჯარის წესით "ჯენოაში" თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში სერია A-ს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე "მოლდეში", "ვიკინგში", "სანკტ პაულში", "კოვენტრისა" და "სტოკში" ასპარეზობდა.

ნორვეგიის ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წლის მარტში შედგა - სულ 5 შეხვედრა ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლის ვარჯიში თუ გაინტერესებთ, უყურეთ ოცდამეოთხე წუთიდან.
https://www.youtube.com/watch?v=3CxWSrmxT9k
ქ. გ.
08:12 19-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული