"ნაპოლიმ" "ბრაიტონისგან" 22 წლის ნორვეგიელი ცენტრალური მცველი ლეო ესტიგორი 5 მილიონ ევროდ შეიძინა (აგრეთვე გათვალისწინებულია ბონუსები) და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ესტიგორი "ბრაიტონში" 2018 წელს გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი იჯარის წესით "ჯენოაში" თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში სერია A-ს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ასევე "მოლდეში", "ვიკინგში", "სანკტ პაულში", "კოვენტრისა" და "სტოკში" ასპარეზობდა.
ნორვეგიის ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წლის მარტში შედგა - სულ 5 შეხვედრა ჩაატარა.
https://www.youtube.com/watch?v=3CxWSrmxT9k