კვარაცხელიას "ნაპოლი" იყიდება? - რა პასუხი აქვთ გუნდში გავრცელებულ ინფორმაციაზე

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის გაყიდვას აპირებს.

უფრო მეტიც, იწერება სავარაუდო ფასის შესახებაც, რომელიც 650 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ ინფორმაციას "ნაპოლი" ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს ამბავი სიცრუეა და კლუბი არ იყიდება:

"აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს "ნაპოლის" გაყიდვას. მოლაპარაკებები ამ დროისთვის არავისთან არ მიმდინარეობს.

მან წარსულში თითქმის 1 მილიარდი დოლარის შეთავაზება უარყო და გუნდი არ გაასხვისა", - ვკითხულობთ პოსტში. 

აქვე გეტყვით, რომ დე ლაურენტისი "ნაპოლის" 2004 წლიდან მოყოლებული ფლობს. მაშინ
კლუბი რანგით მე-3 დივიზიონში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იყიდება რა დინამო კი არ არი?!...
ზესტაფდონი
15:34 21-07-2022
0
მილიარდსა არა 3-ს გადაიხდიან ნაპოლში, ისე წერთ თითქოსდა რეალზე,ბასრაზე, ბაიერბნზე,პსჟ-ზე იყოს საუბარი, არაფერს ვამბობ პრემიერლიგის ბომბა გუნდებზე. ვინ გადაიხდის გუნდში ამდენ თანხას,რომლის შემადგენლობაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კვარაა,ვინაც ევროტურნირებზე სულ ორიჯერ ითამაშა და არცერთი გოლი არ აქვს გატანილი.
კაშია
14:27 21-07-2022
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული