კვარაცხელიას "ნაპოლი" იყიდება? - რა პასუხი აქვთ გუნდში გავრცელებულ ინფორმაციაზე

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის გაყიდვას აპირებს.

უფრო მეტიც, იწერება სავარაუდო ფასის შესახებაც, რომელიც 650 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ ინფორმაციას "ნაპოლი" ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს ამბავი სიცრუეა და კლუბი არ იყიდება:

"აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს "ნაპოლის" გაყიდვას. მოლაპარაკებები ამ დროისთვის არავისთან არ მიმდინარეობს.

მან წარსულში თითქმის 1 მილიარდი დოლარის შეთავაზება უარყო და გუნდი არ გაასხვისა", - ვკითხულობთ პოსტში. 

აქვე გეტყვით, რომ დე ლაურენტისი "ნაპოლის" 2004 წლიდან მოყოლებული ფლობს. მაშინ
კლუბი რანგით მე-3 დივიზიონში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ ჯობია, რომ ფიფიამ იყიდოს ნაპოლი მას შემდეგ, რაც თბილისის დინამოს გაყიდის? არა?!
3
ნუ ნერვიულობთ! არაფერიც მაგის, მსგავსი არ იქნება! პირიქით უფრო და უფრო გაძლიერდება გუნდი, დაიმახსოვრეთ ჩემი კომენტარი!.
თემო
13:18 21-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული