როგორც იცით, დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი კლუბი უარს ამბობს აფრიკელი ფეხბურთელების დამატებაზე, რადგან ისინი სეზონის შუა პერიოდში ტოვებენ გუნდს და აფრიკის თასზე მიემგზავრებიან, რაც მათ ძალიან აფერხებთ... მან ასევე განაცხადა, რომ თუ ამ კონტინენტის წარმომადგენელი "ნაპოლიში" ჩაირიცხება, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ მას შუა სეზონში კლუბის მიტოვების უფლება არ ექნება.
"CAF შეშფოთებულია "ნაპოლის" პრეზი
მან საჯაროდ განაცხადა, რომ "ნაპოლის" მოთამაშეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელი აფრიკის ერთა თასზე მონაწილეობაზე უარის თქმას, როგორც დასაქმების პირობას.
დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, ექვემდებარება უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-14 მუხლს და ამიტომ CAF მოუწოდებს UEFA-ს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მის წინააღმდეგ“, - ნათქვამია CAF-ის განცხადებაში.
ამ დროისთვის "ნაპოლიში" ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც აფრიკულ ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ შორის, კლუბის გასული სეზონის ბომბარდირი და გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.
დე ლაურენტისი მოედანზე შევარდა - ხვიჩა სამშაბათამდე დაისვენებს