"ნაპოლი" "ვერონას" 27 წლის არგენტინელ თავდამსხმელ ჯოვანი სიმეონეს იჯარით აიყვანს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
ერთსეზონიან იჯარაში ნეაპოლური კლუბი 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის და მომავალ ზაფხულს კონტრაქტის 12 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
გასულ სეზონში მან სერია A-ს 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.