ოფიციალურად: კოსტიჩი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" იუწყა, რომ "აინტრახტიდან" 29 წლის სერბი ფორვარდი ფილიპ კოსტიჩი შეიძინა.

ფრანკფურტელთა ყოფილი შემტევი უკვე ტურინშია, სადაც უახლოეს საათებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კოსტიჩის სანაცვლოდ "ვეკია სინიორა" გერმანულ გუნდს 17–18 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული