მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს პირველი ტურის ბოლო შეხვედრები გაიმართა. როგორც ჩანს, ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადაა, "ბებერმა ქალბატონებმა" "სასუოლო" 3:0 დაამარცხეს.
მატჩის 26-ე წუთზე ახალი გუნდის მაისურით, სადებიუტო შეხვედრაში პირველი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, ალექს სანდროს ჩაწოდების შემდეგ, არგენტინელმა ანდრეა კონსილის კარი ეფექტური დარტყმით აიღო და "იუვე" დააწინაურა, შეხვედრის 43-ე წუთზე მეკარის საჯარიმოში ვლაჰოვიჩი წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად დაზარალებულმა აქცია. მეორე ნახევარიც ტურინელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც 51-ე წუთზე ანხელ დი მარიას საგოლე გადაცემა და კვლავ სერბი ფორვარდის გოლი მოჰყვა.
მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "სამპდორიას" ესტუმრება, "სასუოლო" კი "ლეჩეს" უმასპინძლებს.