"ვერონასა" და "ნაპოლის" მატჩში ერთი კომიკური ეპიზოდი დაფიქსირდა.
მასპინძელთა ფეხბუთელი, ტომ ანრი გოლის გატანის სიხარულმა ისე აიტაცა, რომ გვერდით მდგომი თანაგუნდელი, კევინ ლასანია ვერ შენიშნა და სახის არეში ხელი ძლიერად მოარტყა, რის შემდეგაც კევინს კბილი ჩაუმტვრია.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "ვერონა" 5:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით