35 წლის მეკარემ შესაძლოა, პარიზულ გუნდთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზეც გაწყვიტოს და ნეაპოლში სრულიად უსასყიდლოდაც გადაბარგდეს.
იტალიური გუნდი ვეტერან კარის დარაჯს 3-წლიან კონტრაქტზე და სეზონურად 4 მილიონი ევროს ანაზღაურებაზეც მოუთანხმდა.
ნავასს პსჟ-ისთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვეღარ ხვდება და მისი ადგილი ჯანლუიჯი დონარუმამ დაიკავა...