"ნაპოლის" შეტევა კიდევ უფრო გაძლიერდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი, 22 წლის შემტევი ჯაკომო რასპადორი "სასუოლოდან" "ნაპოლიში" გადავიდა.

"ნაპოლი" "სასუოლოს" რასპადორის ერთსეზონიან იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდეგ კი ვალდებულია კონტრაქტი 20+5 მილიონად გამოისყიდოს.

გასულ სეზონში სერია A-ს 36 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 3 გოლია.

შეგახსენებთ, რასპადორის გარდა ნეაპოლურმა კლუბმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯოვანი სიმეონე (ვერონა) და ტანგი ნდომბელე (ტოტენჰემი) დაიმატა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიღაცამ ჯერ ითმინა-ითმინა და არ მოიფხანა და მერე გამოიბღვნაო ისეა ამ ნაპოლის საქმე.DDDDDDD
რრრ
11:36 21-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული