ახლა ბევრი საუბრებია 37 წლის თავდამსხმელ რონალდოს "მანჩესტერიდან" "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლაზე. ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელი ანდრეა აგოსტინელი ტრანსფერის წინააღმდეგია.
"მინდა სპალეტის მოსაზრება მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა რონალდო მის კარგად შეკრულ გუნდში პრობლემა.
ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე დაეწყო რეგრესი. შესაძლოა, რონალდოს გოლების გატანა შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავზე თამაშობს. რატომ უნდა შეიქმნა პრობლემა?
ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე დაეწყო რეგრესი. შესაძლოა, რონალდოს გოლების გატანა შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავზე თამაშობს. რატომ უნდა შეიქმნა პრობლემა?
თუ პორტუგალიელი "ნაპოლიში" მივა, მუდმივად უნდა ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, სპალეტის ის არ სურს. თუ 100 მილიონ ევროს გაძლევენ (ოსიმენი იგულისხმა), ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო. მის ნაცვლად რონალდოს აყვანა აუცილებელი
არაა", - განუცხადა აგოსტინელიმ TuttoMercatoWeb-ს.
გუშინ პრემიერლიგის მე-4 ტურში "საუთჰემპტონთან" მოგებულ მატჩში პორტუგალიელი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, Manchester Evening News-მა ყველაზე დაბალი შეფასება, 10-დან 5-იანი დაუწერა და კომენტარი დაურთო: "არავითრი მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თამაშგარეში ხვდებოდა".
ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში მას საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
რა გინდათ თქვე უპატრონოებო კაცს მაქსიმუმ 2 წელი დარჩა და წავა ფეხბურთიდან.
იმის მაგიბრად რომ დააფასო შემთხვევას არ უშვებე ტალახი რო არ ესროლონ ამხელა დამსახურების და რასაც ქვია ეპოქის შემქმნელ კაცს