კარგი ამბავი "ნაპოლისთვის", ლოზანო "მილანთან" მზად იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ, რომელშიც "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრება, ლუჩანო სპალეტისთვის და "ლურჯი" ბანაკისთვის კარგი სიახლე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ტრავმირებული ირვინ ლოზანო "როსონერისთან" შეხვედრისთვის მზად იქნება და მატჩში მონაწილეობასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, ორივე გუნდს 14-14 ქულა აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით კი "პარტენოპეი" ლიდერია, "მილანი" მე-3 პოზიციაზეა, მათ შორის კი ბერგამოს "ატალანტა" იმყოფება.

შეხვედრა ხვალ, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Footballitalia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე ხშირად (საჯაროდ) ხვიჩას ახსენო პასები არიგეო არა მოსაწონი ჩემის აზრით. პენალტს გამოიმუშავებ და სხვა არტყავს მგონი არც ეგ იყო სწორი-რატომ არ თქვა ეგ ბატონმა სპალეტიმ?
ზაზა
14:34 17-09-2022
3
წინა თამაშებმა გვიჩვენა,რომ პოლტანო უფრო შემოქმედებითი ფეხბურთელია და ალბათ მას დააყენებს,ძირითადში.ხვიჩამ გლაზგოში 90 წუთი ითამაშა და მილანში სავარაუდოდ ცოტა უფრო ადრე შეცვლის.რა თქმა უნდა თამაშის მიმდინარეობასაც გააჩნია.სპალეტიმ შესაძლოა ხვიჩა და პოლიტანო ერთმანეთსაც ააცდინოს და რომელიმე შეცვლაზე შეუშვას.ეს იმიტომ,რომ თამაშის ბოლომდე,მოედანზე ერთი "ფანტაზისტა"მაინც იდგეს.ფაქტია,რომ ეს თამაში,ამ სეზონში ნათამაშებებიდან,ყველაზე რთული იქნება.როგორც უნდა იყოს,ნაპოლის გამარჯვებას ვუსურვებ.შარშან,ნაპოლის 12 ტურის შემდეგ 10 მოგება და 2 ფრე ჰქონდა და მხოლოდ 13 ტურში წააგო,ინტერთან.ნაპოლის უკვე აქვს 2 ფრე და ყოველი მომდევნო დანაკარგი,შარშანდელი სტარტისაგან ჩამორჩენა იქნება.თუმცა სჯობს,თანაბარზომიერად დაკარგოს ქულები,ვიდრე შარშანდელივით, სეზონის ბოლოს აღარ ეყოს ძალები და სეზონში 7 წაგება დააგროვოს.
სოსო
13:09 17-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული