კიდევ ერთი სეზონი და 8 მილიონი - "ინტერმა" ლუკაკუს თაობაზე "ჩელსისთან" მოლაპარაკებები დაიწყო
AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერმა" "ჩელსისთან" მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგლძრივოს და ამისთვის ლონდონელებს 8 მილიონი ევრო შესთავაზა.
მოგეხსენებათ, "ნერიაძურიში" 29 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე არის განათხოვრებული.
საინტერესოა, რომ 2021 წელს "არისტოკრატებმა" "ინტერიდან" ბელგიელი არც მეტი და არც ნაკლები 113 მილიონ ევროდ შეიძინეს...
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.