სპალეტი: ნაკრებებში ყველას ვაკვირდებოდით - ბიჭები "ტორინოსთან" მატჩს მოუთმენლად ელიან

AutoSharing Option
დღეს სერია A-ს მერვე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა:

"როდესაც ფეხბურთელები ნაკრებებში მიდიან, ჩვენ მაინც ყოველდღე ვაკვირდებით. არც ერთს პრობლემა არ აქვს. მიზნებზე კარგად ვართ ფოკუსირებული, დღეს ვნახე, ბიჭები როგორ კონცენტრირებული არიან და მოუთმენლად ელიან შეხვედრას. ყოველი თამაში იმის ნახვის საშუალებას გვაძლევს, რამდენად ძლიერები ვართ. ჩემპიონატის გზა გრძელია, მაქსიმალურ და მუდმივ თავდადებას მოითხოვს. საჭიროა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში სწორად თამაშის საშუალება გვქონდეს.

ვფიქრობ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არსებული ბალანსი დიდხანს იქნება შენარჩუნებული, მინიმუმ
7 გუნდი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს. ამ მომენტისთვის ფავორიტების განსაზღვრა ძნელია. "მილანთან" ვაჩვენეთ, რომ ჩვენი დონე მოლოდინის შესაბამისია.

"ტორინო" რთული მეტოქეა. ჩვენ ვიცნობთ ამ გუნდსა და მის მწვრთნელს. იურიჩს სწორი იდეები გააჩნია და შედეგს აღწევს. მათ ბრძოლა, შეტევა და თავდაცვა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ რთული მატჩების მოგება გვინდა.

ოთხ დღეში ორი შეხვედრის ჩატარება გვიწევს და როტაცია აუცილებელია, თუმცა წინა მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავ. ჩემმა ფეხბურთელებმა თამაშის საერთო იდეა იციან. უფრო მეტი კონკრეტიკა მსურს, ვიდრე აქამდე გვქონდა. როდესაც ბურთს მუდმივად ფლობ, უნდა იცოდე, როდის გააკეთო გადმწყვეტი გარღვევა. ეს სიმწიფის გარღვევაა, რომლის განხორციელება განსაკუთრებით ახალგაზრდებს უწევთ. ძალიან მჯერა, რომ ამას შევძლებთ".

alt"ეს პატარა ქვეყანა შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს" - ცნობილმა "ინსტაგრამ" გვერდმა მაყურებელს ხვიჩასა და საქართველოზე პატარა ვიდეო შესთავაზა [VIDEO]

alt"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!

altხვიჩა საკლუბო ფეხბურთს ტურინელებთან უბრუნდება - დაპირისპირება მირანჩუკთან

მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ჰგავს
კობა
14:35 01-10-2022
0
პენალტს ვინც აიკიდებს ის ურტყამს ... დაგასწარი სპალეტიიი ხოდა კვარა დაარტყავს ;) )))
bejo
01:48 01-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული