
"სამპდორიამ" ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გადააყენა.
55 წლის ჯამპაოლო კარიერაში მერვედ დაითხოვეს სამსახურიდან - "მილანიდან", "ტორინოდან", "სიენადან", "კატანიადან", "ჩეზენადან" და ორჯერ "კალიარიდან" და მან იტალიაში დავიდე ბალარდინისა და ბეპე იაკინის ანტირეკორდი მოხსნა.
ის გენუურ კლუბს 2016-19 წლებშიც ედგა სათავეში, მაგრამ მაშინ კონტრაქტი თავად გაწყვიტა.
ჯამპაოლომ "სამპდორია" 2022 წლის იანვარში ჩაიბარა და ქვედა ლიგაში გავარდნისგან იხსნა.