10:22 03-10-2022
ჟოზე მართლაც განსაკუთრებულია - მოურინიომ "ინტერთან" თავისი გუნდის მატჩს ავტობუსიდან უყურა [VIDEO]
AutoSharing Option
საქმე ისაა, რომ 59 წლის სპეციალისტი სერია A-ს მე-7 ტურში "ატალანტასთან" მატჩში გააძევეს. ამიტომ ის უშუალოდ სტადიონიდან "ჯალოროსის" დამოძღვრას ვერ მოახერხებდა და შეეძლო ტრიბუნაზე ყოფილიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
ჟოზემ არჩია, "სან სიროს" ავტოსადგომზე მყოფ "რომას" ავტობუსში მოკალათებულიყო და მატჩისთვის ისე ეცქირა, შეხვედრის განმავლობაში კი Instagram Story-ს მეშვეობით ვიდეოებიც შემოგვთავაზა.
საბოლოოდ, მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და 3 ქულის მოპოვების შემდეგ მოურინიო ავტობუსიდან ჩამოვიდა, მობილური ტელეფონი ხელში სხვა ადამიანს დააჭერინა და იქ მყოფებთან ერთად წარმატებაც აღნიშნა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგარი ტიპია)))
15
0
ავტობუსი ყოველთვის უყვარდა ამ კაცს...
7
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული