თუ ინძაგის გაუშვებენ, "ინტერს" გუნდის ლეგენდა ჩაიბარებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო ბიაზინი იუწყება, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ინტერის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის დაითხოვს, მის შემცვლელად მილანური გუნდის ლეგენდა დეიან სტანკოვიჩს დანიშნავენ.

მოგეხსენებათ, "ნერაძურის" ბოსებმა მოქმედ დამრიგებელს შედეგების გამოსასწორებლად 2-მატჩიანი ვადა მისცეს.

თუ "სან სიროს" ბინადრები დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" დამარცხდებიან და შემდეგ სერია A-ში "სასუოლოს" ვერ მოუგებენ, ინძაგის კარისკენ მიუთითებენ.

რაც შეეხება სტანკოვიჩს, ის "ინტერში" 2004/13-წლებში თამაშობდა, 2019 წლიდან ის მშობლიურ "ცრვენა ზვეზდას" ავარჯიშებდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული