11:30 23-10-2022
გოლების წვიმა "არტემიო ფრანკიზე" - "ინტერმა" "ფიორენტინას" 4-3 სძლია
AutoSharing Option
შეხვედრა "ნერაძურის" გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მილანელები ლაუტარო მარტინესისა და ნიკოლო ბარელას გოლებით მე-15 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, 33-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ საჯარიმოში ჯაკომო ბონავენტურა წააქცია, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, არტურ კაბრალმა პენალტის გატანა შეძლო და სხვაობა შეამცირა.
მეორე ნახევარი "ვიოლეტების" უპირატესობით დაიწყო, მე-60 წუთზე ჯონათან იკონემ ანდრე ონანას კარი ულამაზესი დარტყმით აიღო და ანგარიში გაათანაბრა. გოლიდან 13 წუთში "ფიორენტინას" მეკარემ პიეტრო ტირაჩანომ ლაუტარო მარტინესი წესების დარღვევით შეაჩერა და კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, შეხვედრის 90-ე წუთზე სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და თითქოს მატჩი ასეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა 95-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, "ფიორენტინას" 10 ქულა აქვს და მე-13 ადგილს იკავებს, "ინტერს" კი გამარჯვების შემდეგ 21 ქულა დაუგროვდა და მე-7 პოზიციაზე იმყოფება, "იადონები" მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, კონფერენეს ლიგაზე "ბაშაქშეჰირის" წინააღმდეგ გამართავენ, "ნერაძური" კი 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნაპოლი უნდა გახდეს მაინც ჩემპიონი
3
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული