გოლების წვიმა "არტემიო ფრანკიზე" - "ინტერმა" "ფიორენტინას" 4-3 სძლია

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 22 ოქტომბერს სერია A-ს მე-11 ტურში "ინტერი" "ფიორენტინას" ესტუმრა და 4:3 დაამარცხა.

შეხვედრა "ნერაძურის" გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მილანელები ლაუტარო მარტინესისა და ნიკოლო ბარელას გოლებით მე-15 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, 33-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ საჯარიმოში ჯაკომო ბონავენტურა წააქცია, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, არტურ კაბრალმა პენალტის გატანა შეძლო და სხვაობა შეამცირა.

მეორე ნახევარი "ვიოლეტების" უპირატესობით დაიწყო, მე-60 წუთზე ჯონათან იკონემ ანდრე ონანას კარი ულამაზესი დარტყმით აიღო და ანგარიში გაათანაბრა. გოლიდან 13 წუთში "ფიორენტინას" მეკარემ პიეტრო ტირაჩანომ ლაუტარო მარტინესი წესების დარღვევით შეაჩერა და კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, შეხვედრის 90-ე წუთზე სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და თითქოს მატჩი ასეც
უნდა დასრულებულიყო, თუმცა 95-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "ფიორენტინას" 10 ქულა აქვს და მე-13 ადგილს იკავებს, "ინტერს" კი გამარჯვების შემდეგ 21 ქულა დაუგროვდა და მე-7 პოზიციაზე იმყოფება, "იადონები" მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, კონფერენეს ლიგაზე "ბაშაქშეჰირის" წინააღმდეგ გამართავენ, "ნერაძური" კი 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლი უნდა გახდეს მაინც ჩემპიონი
beqa
11:39 23-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული