"რთული მატჩი იყო. მეორე ტაიმში შეხვედრის ტემპი ვეღარ გავაკონტროლეთ, რადგან დაღლილები ვიყავით და სათადარიგოთა სკამზე დიდი არჩევანი არ მქონდა. არ მინდა, მსაჯზე ზედმეტად ვისაუბრო, ნამდვილად კარგი, გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა მისი გარკვეული გადაწყვეტილებები არ მომეწონა.
ლეონარდო სპინაცოლა მეურვეობდა ბიჭს, რომელიც მუდმივად მინდორზე იწვა. რა ჰქვია მას? - ირვინ ლოსანო. "ნაპოლიმ" ჩვენი გადაღლით ისარგებლა და 65-ე წუთის შემდეგ უპირატესობას დაეუფლა.
"ნაპოლის" ვულოცავ, მიუხედავად იმისა, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, ხოლო ჩემს გუნდს დაუმსახურებელ წაგებას ვულოცავ".
"პარტენოპეი" 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს ჩემპიონატზე "სასუოლოს" უმასპინძლებს. "რომა" კი 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ჟოზე მოურინიოს გუნდი სერია A-ს მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.
მოურინიოს კვარაცხელიაზე ნათქვამის შემდეგ, ნეაპოლელი ჟურნალისტი შეშფოთებულია
"რას დავუპირისპირებ ხვიჩას? ახლოს თუ ჩამივლის, ფეხს დავუდებ" - მოურინიო ხვიჩაზე