მარადონას "ნაპოლის" რეკორდი განმეორებულია! - "რეინჯერსთან" "კვარას" და მის თანაგუნდელებს ისტორიის გადაწერის შანსი ექნებათ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე ვიქტორ ოსიმენის გოლით "რომას" 1:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ მე-11 მოგება მოუგროვდა, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა.

მსგავსი შედეგი ნეაპოლელებს 1986 წელს ჰქონდათ, როდესაც კლუბში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.

თუ კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 26 ოქტომბერს, საშინაო ასპარეზზე, ჩემპიონთა ლიგაზე, "რეინჯერსს" დაამარცხებენ, ისინი "ნაპოლის" ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ ზედიზედ მოგებული თამაშებით. 

მოგეხსენებათ, სპალეტის გუნდი ლიგის ჯგუფიდან გასულია, სერია A-ში კი უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს. 

alt

ულამაზესი გარემო "სტადიო ოლიმპიკოზე" - "ნაპოლისა" და "რომას" მატჩის ფოტოგალერეა

alt"კვარა", ეს ულამაზესია! საკუთარ მოედანზე კარსდროპი შეარცხვინა - ხვიჩას ბრწყინვალე მოქმედება "რომასთან" ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

altბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე - "კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია"

altCorriere dello sport: ფენომენმა ქართველმა ღირსეული ჟესტისთვის "ოლიმპიკოზე" აპლოდისმენტები დაიმსახურა

alt"ნაპოლის" დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - მოურინიო მატჩის შემდეგ

altაქტიური კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმ ნაპოლის იმიტომაც ჰქონდა ასეთი სერია, რომ იქ მარადონა თამაშობდა, ახლა რატომ აქვს ასეთი სერია? იმიტომ, რომ იქ კვარა თამაშობს. ეს არ ნიშნავს, რომ კვარა იგებს ყველა თამაშებს, მაგრამ ფაქტია, რომ ნაპოლის ასეთი აღზევების მიზეზი სწორედ რომ ხვიჩა კვარაცხელიაა.
ქუგორლუაფოდა კვარა
24 ოქტომბერი 2022 15:18
1
მე-11 შეხვედრა ოსიმენმა მოიგო !
თქვენზე არანაკლებ მიყვარს ხვიჩა.
ზაქრო
24 ოქტომბერი 2022 17:06
7
რა საკვირველია ნაპოლი ისევ მოიგებს და ხვიჩას წვლილი იქნება დიდი სხვანაირათ აბა როგორ წარმოგიდგენიათ!
ზაზა
24 ოქტომბერი 2022 15:23
4
ერთ ფეხბურთელზეა თუა ყველაფერი დამოკიდებული, დარჩენილიყო ბათუმის დინამოში და ბათუმელებს მოეგოთ ჩემპიონთა ლიგა.

ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
სამართალი
24 ოქტომბერი 2022 17:13
15
სანაია, გამოდი, გიცანი.
პაჭკორია
24 ოქტომბერი 2022 19:18
11
ზაქრო ბატონო არავინ გედავებათ იმაში, რომ თამაში ოსიმენმა მოიგო, მაგრამ ხომ არ დაკვირვებიხართ: რა იყო იმის მიზეზი, რომ ოსიმენის გარშემო თითქმის 300-400 კვ.მ საფეხბურთო მოედანი რომას ფეხბურთელებისგან დაცლილი იყო?
წაიკითხეთ იტალიური პრესა, სადაც წერია, რომ რომა თამაშობდა სისტემით 4 - 4 - 2 და აქედან 2 მცველი და 1 (2+1=3) ნახევარმცველი მუდმივად, ყარაულებივით ავტომატურად დასდევდნენ კვარას. კი კვარა შეაჩერეს, მაგრამ ოსიმენია ვეღარ შეაჩერეს - მოთამაშეები აღარ ეყოთ.
მგონია, რომ თამაშის მერე კვარას გასახდელშიც კი შეყვებოდნენ ალბათ.
ეს თამაში ოსიმენმა მოიგო სპალეტის ტაქტიკის დახმარებით!
პლეხანოვზე გაზრდილი
24 ოქტომბერი 2022 18:39
1
ჩვენ კვარა გვიყვარს და შეიძლება ცოტა მეტიც მოგვივიდეს შექებისას, მარა მერე რა მოხდა. ნაპოლელები რომ აქებენ და ადიდებენ, ჩვენ ცოტა მეტი არ ვთქვათ ჩვენსაზე?
თენგო
24 ოქტომბერი 2022 20:43
0
სამწუხაროდ ხვიჩამ ვერ გამოიყენა ის ერთადერთი 100%-იანი საგოლე მომენტი, რომელიც მან შექმნა რომას საჯარიმოში, როდესაც მცველმა ნახტომში დააფარა ხვიჩას დარტყმულ ბურთს და კუთხურზე მოიგერია. ამ გოლით დღეს სულ სხვა ლაპარაკი შედგებოდა და რაც ხვიჩა მარცხნივ გაისარჯა სულ სხვანაირად იქნებოდა აღქმული! მაგრამ რა ვქნათ, ასეთია ფეხბურთი, ამიტომაც არ ნელდება ფეხბურთის მიმართ ინტერესი!
aburjga
24 ოქტომბერი 2022 20:20
0
გამეორება დამხობა არ არის. იმედია დაემხობა.
ქიტესა
24 ოქტომბერი 2022 16:59
0
თუ რეკორდი გაიმეორა, როგორაა დამხობილი? უნდა ეწეროს: იმედია, მომდევნო თამაშში დაემხობა!
ძველი გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2022 16:41
1
კი ოსიმენმა მოიგო ვიტყვით მართლა ამ ჯაჯგურ თამაში საჭირო და მაგარი ბურთი გაიტანა. მაგრამ მხოლოდ ფეხბურთში გაურკვეველი ვერ დაინახავდა იმ შეჯგუფებას რაც ხშირად ხვიჩას მხარეს ხდებოდა. მაგარი მომენტი თვითონ შეიქმნა ხვიჩამ, მაგრამ რატო დაგავიწყდათ ის მომენტი გაეტანომ პასი რომ არ გაუკეთა მარტო მდგარ ხვიჩას? ოსიმენმაც კი ანიშნა გაეტანოს პასი გაეკეთებინა, ისეთ კსრგ პოზიციაში მეკარე იქნებოდა მხოლოდ მის წინ. პ.ს. გოლა. გე-ს მაგ ინციდენტს ნუ წარმოადგენ როგორც ქართულ დროშასთან ან ქართველებთან დაპირისპირებას. ეგ რომას და ნაპოლის ფანრბის დაპირისპირებაა. იტალიაში ფანების დაპირისპირება ადრე ხშირად მსხვერპლით მთავრდებოდა. ამაზე ფილმშიც მაქვს ნანსხი და წაკითხულიც ბევრჯერ.
G.LA
25 ოქტომბერი 2022 14:38
2

სიახლეები პოპულარული