აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ მე-11 მოგება მოუგროვდა, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა.
მსგავსი შედეგი ნეაპოლელებს 1986 წელს ჰქონდათ, როდესაც კლუბში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.
თუ კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 26 ოქტომბერს, საშინაო ასპარეზზე, ჩემპიონთა ლიგაზე, "რეინჯერსს" დაამარცხებენ, ისინი "ნაპოლის" ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ ზედიზედ მოგებული თამაშებით.
მოგეხსენებათ, სპალეტის გუნდი ლიგის ჯგუფიდან გასულია, სერია A-ში კი უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს.
ულამაზესი გარემო "სტადიო ოლიმპიკოზე" - "ნაპოლისა" და "რომას" მატჩის ფოტოგალერეა
ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე - "კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია"
Corriere dello sport: ფენომენმა ქართველმა ღირსეული ჟესტისთვის "ოლიმპიკოზე" აპლოდისმენტები დაიმსახურა
"ნაპოლის" დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - მოურინიო მატჩის შემდეგ
აქტიური კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]
ქართველი გულშემატკივრების ადგილები "რომას"
ფან-სექტორთან საკმაოდ ახლოს იყო. სტიუარდებმა კი მათ საქართველოს დროშის სტადიონზე შეტანა აუკრძალეს და მიზეზად ის უთხრეს, რომ ქართული დროშა კვარაცხელიასთან და "ნაპოლისთან" ასოცირდებოდა და პროვოკაცია იყო.
საბოლოოდ, ქართველებმა დროშა მაინც შეიტანეს იმ პირობით, რომ არ ააფრიალებდნენ და დაკეცილი ექნებოდათ.
ოსიმენის გოლის დროს, ქართველმა ქალბატონმა ემოციები მაინც ვერ შეიკავა და ქართული დროშა ააფრიალა, უკნიდან კი რომაელმა ქომაგმა დროშა წაართვა და მოუწოდა, მსგავსი რამ აღარ გაეკეთებინა.
ამ ყველაფერს ქართველ და რომაელ გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ დაცვამ გაანეიტრალა
---
დადეთ აქ ეს ინფო თქვენ ჯერ კიდე არ იცით რა ნაბ*ზრები არიან