სხვაობაა უკვე რვა, "ნაპოლი" "ატალანტას" გაექცა - ნეაპოლელებმა კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, ჰეილუნდს გატანა მერეტმა არ დაანება, შემდეგ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ოსიმენს მოხვდა და პენალტით ანგარიში ლუკმანმა გახსნა. თუმცა, მერე ოსიმენმა ჯერ თავად გაიტანა, ცოტა ხანში კი მისი პასით მუსოს კარი ელმაზმა დალაშქრა. „ატალანტამ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და ლუკმანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბერგამოელები ნეაპოლელთა კარზე იერიშების მიტანას აგრძელებდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ და ნეაპოლურმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 35 ქულით ლიდერია, უახლოესი
მდევარი „ატალანტა“ 8 ქულით ჩამოიტოვა და 8 ნოემბერს „ემპოლის“ უმასპინძლებს.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ლუკმანი (19, პენ), 1:1 ოსიმენი (23), 1:2 ელმაზი (35)

altხვიჩას შემდეგ კიმიც - "ნაპოლის" მცველს მანქანა მოჰპარეს

alt"ხვიჩას ტრავმა მან მიაყენა და "ატალანტასთან" "კვარა" ამიტომ ვერ ითამაშებს" - ქართველი დღეს გამოკვლევებს ჩაიტარებს

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

მკითხველის კომენტარები / 27 /
კი, ,,ნაპოლი” ხვიჩას გარეშეც დიდი გუნდია, მაგრამ სად იყო ის იმპროვიზაცია, ფანტაზია და სილამაზე.
ტაბუ
23:08 05-11-2022
0
იმ პატარა კახელის არ იყოს( თვითონ კახელი ვარ), ხაშლამას მარილი აკლიაო, ზუსტად ისე აკლდა დღეს ნაპოლის ხვიჩას ლამაზი და კრეატიული თამაში, მიუხედავად გამარჯვებისა.
ვანო
23:58 05-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული