სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, ჰეილუნდს გატანა მერეტმა არ დაანება, შემდეგ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ოსიმენს მოხვდა და პენალტით ანგარიში ლუკმანმა გახსნა. თუმცა, მერე ოსიმენმა ჯერ თავად გაიტანა, ცოტა ხანში კი მისი პასით მუსოს კარი ელმაზმა დალაშქრა. „ატალანტამ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და ლუკმანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბერგამოელები ნეაპოლელთა კარზე იერიშების მიტანას აგრძელებდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ და ნეაპოლურმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„ნაპოლი“ 35 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი „ატალანტა“ 8 ქულით ჩამოიტოვა და 8 ნოემბერს „ემპოლის“ უმასპინძლებს.
ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ლუკმანი (19, პენ), 1:1 ოსიმენი (23), 1:2 ელმაზი (35)