ხვიჩას კონკურენტმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში, ბერგამოში "ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე ელიფ ელმასმა ითამაშა, გოლი გაიტანა და Dazn-ს მცირე ინტერვიუ მისცა.

- რამდენად საჭირო იყო თქვენთვის დღეს თამაში?
- ორი გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ, თავს ცოტა... ეს "ცოტა" ჩემთვის რთული პერიოდი იყო. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის. სამი ქულის მოპოვებით გახარებული ვარ. მთავარი გუნდი და გულშემატკივრებია, მათთვის ვთამაშობთ. იმედია, მიზანს მივაღწევთ.

- როდის გაიგეთ, რომ სასტარტოში დაგაყენებდნენ?
- მწვრთნელი შემადგენლობას ყოველთვის ორი საათით ადრე აცხადებს. დიდი ხანია არ მითამაშია და ცოტა გაოგნებული დავრჩი.
მუდამ მზად ვარ, გუნდს ბოლომდე დავეხმარო.

- როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი მოვიდა, როგორიც "კვარაა", რა გაიფიქრე? სათადარიგოთა სკამზე ყოფნის გამო ხომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნე.

altელიფ ელმასი: ჩემი სიყვარული - სათადარიგოთა სკამი
- არაფერი, შესანიშნავი ბიჭია, როცა მოვიდა, სულ მის დახმარებას ვცდილობდი, რადგან ჩემზე ერთი წლით უმცროსია. კარგად თამაშობს და ეს მიხარია, რამეთუ ყველაფერს გუნდისთვის აკეთებს. ის პოსტი კი ხუმრობა იყო. იმათ კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც სათადარიგოთა შორის დარჩენის გამო კამათობენ. ხანდახან ცუდად ვთამაშობ, მაგრამ მუდამ თავმდაბალი ვარ.


- ამ მოგების შედეგად "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში გაიქცა.

- ეს სამი ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორ გზას ვადგავართ, თუმცა ჩემპიონატი ხანგრძლივია და კიდევ უკეთ თამაში გვმართებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეტყობა კარგი ბიჭია და საერთოდ კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდია და არ გვინდა ზოგ-ზოგიერთების ის იმას პას არ აძლევს,ის ამაზე ეჭვიანობსს და ა.შ.კომენტარები.ყველაფერი რომ რიგზეა ეს გუნდის ცხრილში ადგილი მიუთითებს.ასე რომ წარმატებები ნაპოლის და ხვიჩას
კახა ქ.
03:36 06-11-2022
2
ძაანაც კარგი ბიჭია ელმასი, ხვიჩას დონის მოთამაშე ვერ არის მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელია, ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ფეხბურთი ისეთი სპორტია შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს ჩავარდნა ან აღზევება კარიერის.
ხვიჩა რომ ნაპოლიში მიდოდა მაშინ თქვა, დიდი კონკურენცია იქნება და იმისთვის მივდივარ ,რომ ჩემი შესაძლებლობები დავატმკიცოო. შეიძლებოდა ნებისმიერ დროს სკაზე აღმოჩენილიყო მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, ელმასი დაჯდა სკამზე და ხვიჩა ძირითადის უცვლელი წევრი გახდა.
ელმასის მხრიდან ცოტა შურის მომენტი რომც იყოს არ გამიკვირდება, ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა ყველგან. ეტყობათ კარგი ურთიერთობა აქვთ, როგორც კი გაიტანა ელმასმა ეგრეცე სთორიზე დადო კვარამ და მიულოცა.
მქონია მაკედონელებთან შეხება და ძაან კარგი ხალხია, ჩვენსავით პატარა დაჩაგრული ერის კომპლექსებით სავსე მარა მაინც კარგები.
დარწმუნებული ვარ ხვიჩას ცუდი არ ენდომება ელმასს ან პირიქით.
ჩემი თხოვნა იქნება როცა ელმასი გაიტანს არ შეუვარდეთ ქართველებმა და ხვიჩას სახელით გინება არ დაუწყოთ.
უკვე ვხედავ ნაპოლის გვერდზე ქართველების აგრესიულ კომენტარებს მის მიმართ
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული